რუსული ბაზების გაფართოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კუთხით დამატებით რისკებს ქმნის - აქუბარდია
პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ბაზების განთავსება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას დამატებით ასაფრთხეს უქმნის. ოპოზიციის წევრის თქმით, რუსეთს ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი ფლოტი დასჭირდა, რადგან ყირიმში მისი ფლოტი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის.
ის განცხადება, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამი დღის თავზე როგორც იქნა გაბედა, მხოლოდ და მხოლოდ აჩვენებს იმას, რომ კიდევ უფრო მძიმედ არის მოცემულობა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, რამდენადაც, თქვენ იცით, რომ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფლოტი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის გამომდინარე იმ დარტყმებისგან, რომელსაც უკრაინა ახორციელებს, რუსეთს დასჭირდა უკვე ოკუპირებულ აფხაზეთში გადაადგილება მუდმივი სამხედრო ფლოტის და ეს დამატებით რისკებს ქმნის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, - ამბობს აქუბარდია.