„ოცნება“ მოყვარეს მტრობს და მტერთან არის გასუსული და მის მესიჯებს იმეორებს - დავით უსუფაშვილი
„ოცნება“ მოყვარეს მტრობს და მტერთან არის გასუსული და მის მესიჯებს იმეორებს, - ასე ეხმიანება "ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრეო ბაზების განთავსების საკითხს. ოპოზიციის წევრის თქმით, რუსეთი თავისი იმპერიალისტური ინტერესების დასაკმაყოფილებლად გადაყლაპავს ყველას, მათ შორის, საქართველოს.
რუსეთი თავისი იმპერიალისტური ინტერესების დასაკმაყოფილებლად საქართელოსაც ჩაყლაპავს და კიდევ სხვებსაც, ვინც ჩაეყლაპინება. იმის ნაცვლად, რომ „ქართული ოცნება“ ასეთ კრიტიკულ მომენტში სტრატეგიულ პარტნიორებთან რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობაში შედიოდეს, ისინი სტრატეგიულ პარტნიორებს ადანაშაულებენ, რომ თითქოს ისინი ცდილობენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას და საქართველოს ჩაძირვას და გაუბედურებას. ეს არის წარმოუდგენელი არასახელმწიფოებრივი ქმედება, ეს არის დემონსტრირება, ბჟანიას ეს განცხადება, კიდევ ერთხელ იმისა, რომ კარგად დავინახოთ, ვინაა მტერი და ვინაა მოყვარე. „ოცნება“ მოყვარეს მტრობს და მტერთან არის გასუსული და ხშირად მის მესიჯებს იმეორებს, - ამბობს დავით უსუფაშვილი.