"ოპოზიციის პრეზიდენტი, არ გაგვიჭირდება ვეტოს დაძლევა"- "ოცნების" დეპუტატი
"ქართული ოცნება" ელოდება, რომ საქართველოს პრეზიდენტი "კარვების კანონს" ვეტოს დაადებს - ამის შეახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავენ.
მიქანაძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა ოპოზიციის ბანაკში გადაინაცვლა.
„რა საჭიროა ახლა ამ კანონპროექტის მიღებაო რომ მეკითხებით - ძალიან კარგად იცით ის გარემოება, რომ ოქტომბერ- დეკემბერზეა დესტაბილიზაციაზე საუბარი. თქვენ ამით ხაზს უსვამთ, როგორ არ გადარდებთ საზოგადოების უსაფრთხოება და ინტერესები. რაც შეეხება ვეტოს, წამოგცდათ, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ გქონდათ უკვე თქვენს პრეზიდენტთან, კომუნიკაცია - თქვენს პრეზიდენტთან, იმიტომ, რომ თქვენს გუნდშია გადმობარგებული ცალსახად. თქვენ იცით, რომ ვეტოს დაადებს. წამოგცდათ ეს და მერე შეეცადეთ, რომ რაღაცნაირად გაგეფორმებინათ. კი ბატონო, არც ეგაა პრობლემა, წინასწარვე გეტყვით, რომ ამ ვეტოსაც დავძლევთ“,- განაცხადა მიქანაძემ.