ნათელაშვილი: ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის განთავსება კრემლის და ივანიშვილის შორის შეთანხმების შედეგია
რუსული სამხედრო ბაზების განთავსება ოკუპირებულ აფხაზეთში - "ლეიებორისტული პარტიის" ლიდერი ხელისუფლებას დუმილის გამო აკრიტიკებს. შალვა ნათელაშვილი "ოცნების" მდუმარებას მოღალატეობრივს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლება მხოლოდ დასავლელლი პარტნიორების ლანძღვაშია მოწინავე.
ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ ის რაც დღეს ხდება, ივანიშვილსა და კრემლს შორის შეთანხმების შედეგია.
აფხაზეთში, ოჩამჩირეში იხსნება რუსული სამხერო ბაზა, რაც წარმოადგენს გეოპოლიტიკურ კატასტროფას არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ქმნის გლობალურ საფრთხეებს შავი და ხმელთაშუაზღვის რეგიონში მთლიანად ატლანტიკის ოკეანემდე. და ამ ფონზე სრული მდუმარება და პოლიტიკური იმპოტენცია ხელისუფლებიდან: არავითარი მიმართვა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევაზე, არავითარი სააპელაციო, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და ტრიბუნალებში, არავითარი მოთხოვნა ევროკავშირსა და ეუთოზე საგანგებო სხდომების ჩატარების შესახებ. პრემიერ-მინისტრი დამალულია. როგორც ჩანს, მოსკოვიდან არ აქვს ნებართვა, რომ ამ საკითხზე განცხადება გააკეთოს. სამაგიეროდ, თუ ამერიკა და ევროპაა სალანძღი, იქ პირველი გამოდის. პარლამენტი ამ წუთებში დაკავებულია, როგორმე მიტინგებზე კავები არ დაიდგას. თურმა კრვები უფრო დიდი გეოპოლიტიკური საფრთხე ყოფილა, ვიდრე ოჩამჩირეს სამხერო საღვაო ბაზის გახსნა, რაც წარმოუდგენლა გვაშორებს აფხაზეთის დაბრუნების პერსპექტივებსაც საერთოდ, აღარ არის საუბარი საბრძოლო მოქმედებების გადმოტანაზე, რადგანაც უკრაინიდან, ეჭვი არ შეგეპაროთ, აუცილებლად წამოვა შესაბამისი სარაკეტო საშუალებები ამ ბაზის გასანეიტრალებლად და ყველაფერ ამის ფონზე ხელისუფლების მოღალატეობროვი მდუმარება და თანხმობა. ეს ყველაფერი რაც ხდება, არის კრემლსა და ივანიშვილს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგია... ივანიშილის არის ღალატის სიმბოლო. იყო ასეთი, არის ასეთი და დარჩება ასეთად, - განაცხადა ნათელაშვილმა.