ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის მშენებლობა - კრემლში კომენტარს არ აკეთებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი საზღვაო ბაზის მშენებლობის შესახებ კრემლში კომენტარს არ აკეთებენ. კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი მედიასთან ამბობს, რომ ეს რუსეთის თავდაცვის უწყების კომპეტენციაა.
"არა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ბუნებრივია, ჩვენი სამხედრო დანაყოფების, გემების დისლოკაციის საკითხები თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა". - უთხრა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერი ასლან ბჟანია სოჭში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა, სადაც აფხაზეთში რუსეთის ახალი სამხედრო ბაზების გახსნაზე ისაუბრეს. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაც.
ბჟანიამ ასევე ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო რესპუბლიკასთან მიერთება არ გამორიცხა.