"არა რუსულ ოცნებას"- ხმაური და დაპირისპირება პარლამენტთან, პოლიცია ახალგაზრდებს წარწერის გაკეთების უფლებას არ აძლევს

05.10.23 16:45
"არა რუსულ ოცნებას"- ხმაური და დაპირისპირება პარლამენტთან, პოლიცია ახალგაზრდებს წარწერის გაკეთების უფლებას არ აძლევს

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტთან - სამოქალაქო აქტივისტებმა საკანონმდებლოს მიმდებარე ტერიტორიაზე წარწერის, "არა რუსულ ოცნებას" გაკეთება სცადეს, რა დროსაც ადგილზე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის პოლიციელი მივიდა და ახალგაზრდებს სტენსილის დასრულების უფლება არ მისცა. 

კარვების კანონის განხილვის პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს. 

"ევროკავშირში რუსულ კანონებს არ იღებენ" - ამბობენ ადგილზე შეკრებილები. 

 

მსგავსი სიახლეები