სადაც არ ხარ პასუხისმგებელი, უნდა დაეკითხო იმას, ვინც არის პასუხისმგებელი - კობახიძე პრეზიდენტს
"შარშანაც დადიოდა იგივე მიზნით ევროპის დედაქალაქებში, ეს ხდებოდა ივნისამდე, ვიდრე უარი გვეთქმებოდა კანდიდატის სტატუსზე, ანუ ის დადიოდა ევროპულ დედაქალაქებში ამ მიზნით, რომ კანდიდატის სტატუსი მოეცათ და არ მოგვცეს სტატუსი," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის ავტორმა ირაკლი კობახიძემ სასამართლო სხდომაზე გააკეთა.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ევროპულმა ტურნემ წინა წელს შედეგი არ გამოიღო.
პოლიტიკა მთლიანად უნდა წარმართოს მთავრობამ, მაგრამ შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც მთავრობამ შეიძლება სთხოვოს პრეზიდენტს, რომ ის წარდგეს, როგორც უმაღლესი ელჩი, გამომდინარე მისი განსაკუთრებული სიმბოლური სტატუსისა, მთავარია პასუხისმგებლობა.
შარშანაც დადიოდა იგივე მიზნით ევროპის დედაქალაქებში - პირდაპირ ეწერა მიმართვაში, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარებისთვის ითხოვდა თანხმობას შეხვედრებზე, ეს ხდებოდა ივნისამდე, ვიდრე უარი გვეთქმებოდა კანდიდატის სტატუსზე, ანუ ის დადიოდა ევროპულ დედაქალაქებში ამ მიზნით, რომ კანდიდატის სტატუსი მოეცათ და არ მოგვცეს სტატუსი.
(მაია კოპალეიშვილის კითხვა: მიგაჩნიათ, რომ სტატუსი რომ ვერ მივიღეთ ეს პრეზიდენტის ბრალია?)
რომ არ მიმაჩნია მაგას გეუბნებით, პასუხისმგებელი მთავრობაა, ამიტომ აქვს მთავრობას უფლება, როცა უნდა პრეზიდენტს რომ წავიდეს გერმანიაში ან საფრანგეთში...მეც მაგას ვამბობ, რომ პრეზიდენტი არ იყო პასუხისმგებელი და არც ახლა, სადაც არ ხარ პასუხისმგებელი, უნდა დაეკითხო იმას, ვინც არის პასუხისმგებელი, ეს წერია კონსტიტუციის 52-ე მუხლში.
ყველა ასეთი აქტივობა არის მიმართული კონკრეტული პოლიტიკური შედეგისკენ, განსაკუთრებით ის სამი ვიზიტი, რომელიც აქ წერია,“ - ამბობს კობახიძე.