ასეთი ხისტი ტონით, როგორც ესაუბრება ევროკავშირის წარმომადგენლებს, არცერთხელ უსაუბრია რუსეთზე - დეკანოიძე პრემიერზე
"ასეთი ხისტი ტონით, რა ტონითაც ესაუბრება ევროკავშირის წარმომადგენლებს, აშშ-ის, არცერთხელ ასეთი ტონით უსაუბრია რუსეთზე," - ასე ეხმაურება "ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე პრემიერის სკანდალურ განცხადებას.
საქმე ეხება ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან კანდიდატის სტატუსის "სიმბოლურად" გამოცხადებას, ასევე მუქარის ტონით გაკეთებულ განცხადებას ევროკავშირის მიმართ, სადაც ღარიბაშვილი დასავლეთს ემუქრება და ამბობს, რომ საქართველო "დაჩაგვრას" აღარ შეეგუება.
როგორც ხატია დეკანოიძე ამბობს, ღარიბაშვილი ხისტი ტონით ესაუბრება პარტნიორებს და არა რუსეთს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას აწყობს.
ბატონო გივი, ჩვენს პარტნიორებზე რა თქვა ღარიბაშვილმა მაშინ, როდესაც პრაქტიკულად, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია ხდება შეგახსენოთ? არცერთხელ ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს, განსაკუთრებით საქართველოს პრემიერს, ასეთი ხისტი ტონით, რა ტონითაც ესაუბრება ევროკავშირის წარმომადგენლებს, აშშ-ის, არცერთხელ ასეთი ტონით უსაუბრია რუსეთზე. ნახეთ რას ამბობს, ჩვენს პარტნიორებზე - უსამართლო, მჩაგვრელ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას არ შევეგუებით - ევროკავშირზე ამბობს, ჩვენს პარტნიორებზე ამბობს,“ - თქვა დეკანოიძემ.