პრემიერი კანდიდატის სტატუსზე: "სიმბოლური მნიშვნელობის ეტაპი"
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სიმბოლურად თვლის. პრემიერი ამბობს, რომ სტატუსის მისაღებად მოკლე გზა არ არსებობს.
ღარიბაშვილი კვლავ შიდა და გარე მტრებზე საუბრობს, რომლებსაც არ სურთ, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს საქართველომ.
ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შემდეგ ეტაპზე, რაც არის სიმბოლური მნიშვნელობის, თუმცა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი - ეს არის კანდიდატის სტატუსი. არანაირი მოკლე გზა არ არსებობს, ეს არის გრძელვადიანი გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს.
მიუხედავად ძალიან ბევრი შიდა თუ გარე მტრებისა, რომლებიც ეხმარებიან და პირდაპირ საბოტაჟის რეჟიმში არიან გადასულები, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენ ამ შიდა გარე მტრებს მოვუგებთ, ხალხი გაიმარჯვებს, ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს, ეს არის ჩემი ნათქვამი,“ - ამბობს ღარიბაშვილი.