საზღვაო ბაზის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება წინა შეხვედრებზე მიიღეს - სერგეი შამბა
ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთს შორის ოჩამჩირეში საზღვაო ბაზი განთავსების შესახებ გადაწყვეტილება წინა შეხვედრაზე იქნა მიღებული.
მისივე თქმით, აფხაზეთისთვის ეს არის რუსეთის ფედერაციასთან სამოკავშირეო ხელშეკრულებების განხორციელების მაგალითი.
ეს შეთანხმება დღეს არ იყო მიღწეული, გადაწყვეტილება წინა ერთობლივ შეხვედრებზე მიიღეს და ახლა ამ შეხვედრაზე პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მსგავს გადაწყვეტილებას, - თქვა შამბამ.
მისივე თქმით, აფხაზეთისთვის ეს არის რუსეთის ფედერაციასთან სამოკავშირეო ხელშეკრულებების განხორციელების მაგალითი.