ურთიერთბრალდებები პარლამენტში - სამნიძემ პაპუაშვილს სექსიზმში ადანაშაულებს, პაპუაშვილი ქალ დეპუტატს "წიგნების წაკითხვას" ურჩევს

05.10.23 17:24
ურთიერთბრალდებები პარლამენტში - სამნიძემ პაპუაშვილს სექსიზმში ადანაშაულებს, პაპუაშვილი ქალ დეპუტატს "წიგნების წაკითხვას" ურჩევს

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ "სექსისტური განცხადება". ე.წ. კარვების კანონის განხილვისას ხათუნა სამნიძემ ალვა პაპუაშვილის მიერ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, თინა ბოკუჩავას მისამართით გამოყენებული შეფასება შეაფასა: 

გუშინ სექსისტური განცხადება გააკეთეთ ისევ, უტიფრად და არ არის ეს პირველი, როდესაც კოლეგა ქალის ამ ტრიბუნიდან გამოსვლის შემდეგ, მისი გამოსვლა ისტერიულად შეაფასეთ და მინდა შეგახსენოთ კიდევ ერთხელ, რომ თუ ძალიან კრიტიკული მოგეჩვენებათ რომელიმე ქალი დეპუტატის გამოსვლა, თავი შეიკავოთ და სხვა ტიპის შეფასებები გაგვიზიაროთ", - მიმართა სამნიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს. 

"ვერც კი ხვდებით, ისე აკეთებთ სექსისტურ განცხადებას" - იყო პასუხი პაპუაშვილის მხრიდან.

 მან სამნიძეს უთხრა, რომ ქალთა უფლებები, სექსიზმი მხოლოდ ტრენინგებზე აქვს გაგებული და "Power Point-ის პრეზენტაციაზე შორს ვერ წასულა".

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ სამნიძე "მორალთან და ქალთა უფლებებთან ახლოსაც კი არ არის გავლილი".

ქალბატონო ხათუნა, თქვენ რომ ქალთა უფლებები, სექსიზმი ტრენინგებზე გაქვთ და მეტ სიღრმეებში არ წასულხართ, ვიდრე Power Point-ის პრეზენტაცია, სწორედ თქვენი გამოსვლა ამაზე მეტყველებს. თქვენ თუ გგონიათ, რომ სიტყვა ისტერია სექსისტურია, თქვენ ხართ ზუსტად სექსისტი, იმიტომ რომ გამოდის, რომ მხოლოდ ქალები შეიძლება იყვნენ ისტერიული და არა კაცები, ხომ ელემენტარული ცოდნა უნდა ამ ყველაფერს. ვერც კი ხვდებით, ისე აკეთებთ სექსისტურ განცხადებებს.

თქვენ რაც იკადრეთ ქალბატონი თეა წულუკიანის გამოსვლის დროს, თქვენ პირადად და თქვენმა მეგობარმა ქალმა დეპუტატებმა, რა პლაკატიც გეჭირათ ხელში, ზედ რაც ეწერა, ეს თუ არ არის ისტერია და ეს თუ არ არის ქალთა უფლებების შელახვა, როდესაც ქალი პოლიტიკოსი გამოდიოდა ტრიბუნასთან, თქვენ მორალს როგორ კითხულობთ საერთოდ, რაც თქვენ იკადრეთ, ხელში რაც გეჭირათ, რა სიტყვებიც ზედ ეწერა, რა მორალზე საუბრობთ საერთოდ. მორალთან ახლოსაც არ ხართ გავლილი და ქალთა უფლებებთან. ქალი პოლიტიკოსი იდგა ტრიბუნასთან და რა იკადრეთ ქალმა პოლიტიკოსებმა", - თქვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები