აგრესიის შემთხვევაში მოკავშირის იმედი გვაქვს, ეს შეთანხმებაშიც წერია - შამბა

05.10.23 17:28
აგრესიის შემთხვევაში მოკავშირის იმედი გვაქვს, ეს შეთანხმებაშიც წერია - შამბა

ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა აცხადებს, რომ აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის არსებობა, უსაფრთხოების გარანტიაა. მისი თქმით, აგრესიის შემთხვევაში სწორედ სტრატეგიული პარტნიორის იმედი აქვთ. 

ჩვენ უსაფრთხოების გარანტიად აღვიქვამთ აფხაზეთში რუსული სახმელეთო, საზღვაო და სხვა ქვედანაყოფების არსებობას. ჩვენს მიერ დადებული შეთანხმების თანახმად, აგრესიის შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენი მოკავშირისა და სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. ეს პირდაპირ წერია იმ შეთანხმებაში რომელსაც ხელი მოვაწერეთ", - ამბობს სერგეი შამბა, თუმცა არ აკონკრეტებს, რა ტიპის დახმარება შეიძლება გაუწიოს რუსეთმა მის მიერვე ოკუპირებულ რეგიონს.

მსგავსი სიახლეები