ომის კანონებით, დღეიდან ოჩამჩირე ლეგიტიმური სამიზნე ხდება უკრაინისთვის - ზურაბ ბატიაშვილი
"ომის კანონებით, დღეიდან ოჩამჩირე ლეგიტიმური სამიზნე ხდება უკრაინისთვის," - ამ განცხადებას ზურაბ ბატიაშვილი აკეთებს.
როგორც ანალიტიკოსი წერს, ოკუპირებულ აფხაზეთში განლაგებულ რუსული სამხედრო ძალებზე უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ იერიში მიიტანოს.
ომის კანონებით, დღეიდან ოჩამჩირე ლეგიტიმური სამიზნე ხდება უკრაინისთვის.
რა თქმა უნდა, ქოცებს არც არავინ შეეკითხება, როდის და რა ძალით მიიტანენ შეტევას ოჩამჩირეში (და ზოგადად, აფხაზეთში) განლაგებულ რუსულ ძალებზე.
ან რატომ უნდა შეეკითხონ?
ესენი ისევ სირაქლემის პოზაში გააგრძელებენ ცხოვრებას იმ იმედით, რომ იქნებ ცხოველმა არ შეჭამოს.
არადა, თავის ქვიშაში ჩარჭობით დღემდე არცერთი სირაქლემა არ გადარჩენილა.
პოლიტიკას (მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკას) თავისი კანონები და ლოგიკა აქვს.
ამიტომ ვერც ესენი გადარჩებიან!
ოღონდ ეგ სახლში წამოწოლით არ გამოვა. გადარჩენა თუ გინდა, კიდეც უნდა იწვალო და იბრძოლო!
ისე კი, ყველანაირად ცხელი და ძნელი პერიოდი იწყება," - წერს ბატიაშვილი.
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ახალი სამხედრო ბაზები გაიხსნება. ამ შედეგით დასრულდა ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას შეხვედრა სოჭში. ირკვევა, რომ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება უკვე გააფორმეს.