ზელენსკი და ფაშინიანი გრანადაში სამიტზე ერთმანეთს შეხვდნენ
უკრაინისა და სომხეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ომის დაწყების შემდეგ პირველად შეხვდნენ. შეხვედრა გრანადაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტზე მოხდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ ნიკოლ ფაშინიანთან სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების მდგომარეობა განიხილა.
უკრაინა დაინტერესებულია რეგიონის სტაბილურობითა და ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობებით. ასევე, განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონთაშორისი ეკონომიკური პროექტები", - წერს ზელენსკი.