არც პრეზიდენტის ვეტოს დადებაა პრობლემა, დავძლევთ! - მიქანაძე ე.წ. კარვების შესახებ კანონზე
რას იზამს "ოცნება" თუ პრეზიდენტი ე.წ. კარვების შესახებ კანონს ვეტოს დაადებს? - ამ კითხვით მიმართა დღეს დავით კირკიტაძემ ხელისუფლებას. გივი მიქანაძე პარლამენტის სხომაზე ამტკიცებდა, რომ ზურაბიშვილის ვეტო არ აშინებთ, რადგან მას მარტივად დაძლევენ.
ამასთან, მმართველი გუნდის წევრმა ოპოზიციონერს უთხრა, რომ შეკითხვა წამოცდა, რადგან მათ მხარეს "გადაბარგებულმა" პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილების შესახებ წინდაწინ აცნობა.
წამოგცდათ, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ უკვე იცით, თქვენ გქონდათ უკვე თქვენს პრეზიდენტთან, იმიტომ, რომ უკვე თქვენს გუნდშია გადმობარგებული, თქვენს პრეზიდენტთან კომუნიკაცია და ძალიან კარგად იცით, რომ ვეტოს დაადებს. წამოგცდათ ეს და მერე შეეცადეთ, რომ გაგეფორმებინა. არც ეგ პრობლემაა, ვეტოს დაძლევა. წინასწარ გეტყვით, რომ იმ ვეტოსაც დავძლევთ. ამ სიტუაციაში ვეტოს დადება, თუ ასე მოხდება, ეს იქნება აბსოლუტურად საპირისპირო გადაწყვეტილება, საზოგადოების წინააღმდეგ გადაწყვეტილება იქნება, იმიტომ, რომ ეს კანოონპროექტი არის საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული, - თქვა მიქანაძემ.