გამოხატვის თავისუფლებას ვერ აკრძალავ, წინააღდეგობის სხვა ფორმებს მოიფიქრებენ - სამნიძე "ოცნებას"
გამოხატვის თავისუფლებას ვერ აკრძალავ. მოიფიქრებენ წინააღმეგობის სხვა ფორმებს, - ამ სიტყვებთ მიმართა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ "ოცნებას" პარლამენტში, სადაც ე.წ. კარვების შესახებ კანონს განიხილავენ. ოპოზიციის წევრის თქმით, ახალგაზრდებმა, რომლებიც რეპრესიულ კანონს აპროტესტებენ, კარვების დადგმის ნაცვლად, ისინი ჩაიცვეს.
გახედეთ პარლამენტის უკან, სადაც ახალგაზრდები აპროტესტებენ დღევანდელი ამ ინიციატივას განხილვას პარლამენტში. კარვები ჩაიცვეს, კი არ დადგეს კონსტრუქციები, ჩაიცვეს. გამოხატვის თავისუფლებას ვერ აკრძალავ. მოიფიქრებენ წინააღმეგობის სხვა ფორმებს, - თქვა სამნიძემ სხდომაზე.