76 მომხრე 20 წინააღმდეგი - კარვების კანონი მეორე მოსმენით მიღებულია
76 მომხრე 20 წინააღმდეგი - კარვების აკრძალვის შესახებ საგანგებოდ შეცვლილი კანონი მეორე მოსმენით მიღებულია. დღესვეა დაგეგმილი კომიტეტების ჩატარება, სადაც მესამე მოსმენისთვის კანონპროექტში შესწორებებს შეიტანენ.
ქვეყანაში კარვების გაშლა აიკრძალება - აქციებით შეშინებული "ქართული ოცნება" ახალი რეპრესიული კანონის დამტკიცებას სასწრაფო წესით ცდილობს.
თუ ვინმე საპროტესტო აქციაზე ახალ წესებს არ დაემორჩილება, მაშინ მას 500 ლარით დააჯარიმებენ. თუ სამართალდამრღვევად, აქციის ორგანიზატორს მიიჩნევენ, მაშინ მას 5 ათას ლარიან ჯარიმას გამოუწერენ. ახალ შეზღუდვებს ოცნება სუს-ის გამოძიებით ხსნის. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმე, აიძულებთ ადამიანებს შეუზღუდონ პროტესტის გამოხატვის სივრცე და ფორმებიც.
ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.