"ოცნება" გამალებული ცდილობს ხმების მოგროვებას, სერგეენკოსაც ამიტომ არ შეუწყვიტეს მანდატი - დავით უსუფაშვილი

05.10.23 18:30
"ოცნება" გამალებული ცდილობს ხმების მოგროვებას, სერგეენკოსაც ამიტომ არ შეუწყვიტეს მანდატი - დავით უსუფაშვილი

ვინ დააჭერს ხელს მწვანე ღილაკს?  - "ლელო"-ს ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხმების მოგროვება მაშინ დაიწყო, როცა დავით სერგეენკოს მანდატი არ შეუწყვიტეს. 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს პროცესი კონსტიტუციის დარღვევით მოხდა. "ანუ ის ხმა რაღაცისთვის სჭირდებოდათ, სხვა არაფერი ჩანს ცის კაბადონზე"- ამბობს უსუფაშვილი. 

"ოცნებას" რომ გამალებული ცდილობს ხმების მოგროვებას, ცხადი გახდა მაშინ, როცა დავით სერგეენკოს კონსტიტუციის დარღვევით მანდატი არ შეუწყვიტეს. ანუ ის ხმა რაღაცისთვის სჭირდებოდათ, სხვა არაფერი ჩანს ცის კაბადონზე, რისთვის შეიძლება დასჭირდეთ ასეთი ხმა. ე.ი. სხვა ხმებზეც ნადირობენ. არ მგონია, ასე მარტივად დაჰყვება პარლამენტში 10-12 პარლამენტარი. თუ ვინმე ამაში გაჰყვება ქართულ ოცნებას, მაშინ, ძალიან მალე სხვაგანაც გაჰყვება" - განაცხადა უსუფაშვილმა. 

გახარიას გუნდი ამტკიცებს, რომ "ოცნებასთან" პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტში შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" სიით გასულმა დეპუტატებმაც დაუჭირონ. 

მსგავსი სიახლეები