სახალხო დამცველი 6 ოქტომბერს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოვა
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 6 ოქტომბერს გამოვა.
აღნიშნული დოკუმენტი წინა სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ მომზადდა და პარლამენტს მიმდინარე წლის 31 მარტს წარედგინა.