ბაქრაძის საჯარო პირობა: იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერ
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - დავით ბაქრაძე "პირველების" ეთერში პირობას დებს, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.
მისი თქმით, "დღეს ასეთი სპექტაკლების დრო არ არის".
იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერ. რაც შეეხება დარბაზში ვიქნები თუ არა, ეს მეათე ხარისხოვანია. თუ ოპოზიცია არ იაქნება არ ვიქნები, თუ იქნებია ვიქნები. მე ჩემს სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ"- აღნიშნა ბაქრაძემ.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" მიერ ხმებით ვაჭრობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, ამ მცდელობას პერსპექტივაც კი არ აქვს.
ჩემთან ვაჭრობას და ჩემს მოსყიდვას რომ რაიმე პერსპექტივა ჰქონოდა, გარწმუნებთ, ბევრად უფრო სერიოზულ დროს და სერიოზულ საკითხებზე დამელაპარაკებოდნენ ამ თემებზე"- აღნიშნავს დეპუტატი.
გახარიას გუნდი ამტკიცებს, რომ "ოცნებასთან" პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტში შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" სიით გასულმა დეპუტატებმაც დაუჭირონ.