"საკვანძო თემა არის საჰაერო თავდაცვა" - ზელენსკიმ გრანადაში შეთანხმებებს უკვე მიაღწია
უკრაინის პრეზიდენტმა გრანადაში შეთანხმებებს უკვე მიაღწია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებას ინფორმაციით, ზელენსკის მოლაპარაკებების საკვანძო თემა საჰაერო თავდაცვაა.
კულებას თქმით, კუპიანსკის რაიონის დღევანდელი დაბომბვის ფონზე, ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინული საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე ფოკუსირდება. კულება ასევე ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს უკვე აქვს კონკრეტული შეთანხმებები, რომელთა გაჟღერებაც მას ჯერ არ შეუძლია.
სამიტზე გადაწყვეტილებები ორმხრივ შეხვედრებზე მიიღება. პრეზიდენტმა რამდენიმე უკვე გამართა. რა თქმა უნდა, კუპიანსკის ტრაგედიის - მორიგი ტერორისტული თავდასხმისა და ჩვენი მოქალაქეები დაღუპვის ფონზე საკვანძო თემა არის საჰაერო თავდაცვა. საჰაერო თავდაცვა, საზენიტო კომპლექსები, მძიმე სისტემები, დრონების საწინააღმდეგო იარაღი, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები - ყველაფერი ის, რაც საშუალებას მოგვცემს ამგვარი ტრაგედიები აღვკვეთოთ და რუსების მიერ ჩვენი მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების დაბომბვის შესაძლებლობა ჩავახშოთ”, - განაცხადა კულებამ.