პრეზიდენტის იმპიჩმენტი - აკაკი შანიძე, "კუკარაჩა" და კობახიძის "7 გასროლა" სასამართლოზე
შეურაცხყოფის მთელი კასკადი და პრეზიდენტის წარმომადგენლების დამცირების მცდელობა. იმპიჩმენტის განხილვის მესამე და ბოლო დღეს "ქართული ოცნება" სამართლებრივი ჩარჩოებიდან სრულად გავიდა. შვიდ საათიან სხდომაზე იყო მხოლოდ თავდასხმა პრეზიდენტზე და მის ნდობით აღჭურვილ პირებზე. დარჩა განცდა, რომ კობახიძე ყველაფერზე წავიდა, ოღონდ ჩუგოშვილი და კოპალეიშვილი წყობიდან გამოეყვანა. ცდილობდა მრავალწლიანი სტაჟის მქონე იურისტები და მათი განათლების ხარისხი როგორმე დაეკნინებინა.
"ოცნების" თავმჯდომარისთვის ინსპირაციის წყარო ხან აკაკი შანიძე იყო, ხანაც ქეთი დოლიძის "კუკარაჩა". კობახიძის სიტყვებით აღფრთოვანებული ოცნების სხვა წევრები კი სიხარულს ვერ მალავდნენ. არაფერს იმჩნევდა სასამართლოს თავმჯდომარე. მერაბ ტურავა მართალია ამტკიცებდა, რომ სასამართლო სხდომა ცირკი და სანახაობა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ოცნებამ ისტორიული სამართლებრივი დავა ნამდვილად დიდ წარმოდგენად გადააქცია.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.