მათი დარდია, პრეზიდენტი გადააყენონ და არა ის, კონსტიტუცია დაირღვა თუ არა - კოპალეიშვილი

05.10.23 19:35
მათი დარდია, პრეზიდენტი გადააყენონ და არა ის, კონსტიტუცია დაირღვა თუ არა - კოპალეიშვილი

მათი დარდია, პრეზიდენტი გადააყენონ და არა ის, კონსტიტუცია დაირღვა თუ არა - ამის შესახებ პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

კოპალეიშვილის თქმით, მმართველი გუნდი გაბრაზებული და განაწყენებულა საქართველოს პრეზიდენტზე.

მათი დარდი არის ის წმინდად პოლიტიკური, გაბრაზებულები და განაწყენებულები არიან საქართველოს პრეზიდენტზე და მათი სურვილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი გადააყენონ დაკავებული თანამდებობიდან და არა ის რომ კონსტიტუცია დაირღვა და  კონსტიტუციით გათვალისწინებული წესრიგის უზრუნველყოფაზე მსჯელობენ ახლა ან მათ აქვთ ინტერესი რომ კონსტიტუცია გადაარჩინონ, ასე ვთქვათ". - განაცხადა კოპალეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები