იმედი მაქვს, საკონსტიტუციო არ დაუშვებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს უუნარო - კოპალეიშვილი

05.10.23 19:42
იმედი მაქვს, საკონსტიტუციო არ დაუშვებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს უუნარო - კოპალეიშვილი

პრეზიდენტის წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს მთავარსარდალს კონსტიტუცია არ დაურღვევია.

კოპალეიშვილის თქმით, მომჩივან მხარეს არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტები არ აქვთ.

მე, რა თქმა უნდა,  ვერ დავეთანხმები კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს, რომლებმაც კონსტიტუციურ წარდგინებაში და შემდეგაც აღნიშნეს, რომ ეს სამივე ფაქტობრივი გარემოება და ვიზიტი, რომელიც მოყვანილია კონსტიტუციურ წარდგინებაში თითქოს იმიტომ ექცევა 52-ე მუხლში, რომ ეს არის მოლაპარაკებების წარმოება. ამასთან, მათ მხოლოდ სიტყვიერი  განმარტებები გააკეთეს ამის თაობაზე, რომ ის იყო მოლაპარაკებები, თავისებურად განმარტეს ეს, მაგრამ თქვენ იცით, რომ ყოველი ფაქტობრივი გარემოება უკავშირდება ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენას და ამასთან დაკავშირებით მათ არანაირი ფაქტობრივი არგუმენტები და შესაბამისად, სამართლებრივი არგუმენტი არ აქვთ". - განაცხადა კოპალეიშვილმა.

ამასთან კოპალეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ დაუშვებს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს უუნარო პრეზიდენტი

დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 49-ე მუხლის შინაარსობრივ დატვირთვას 52-ე მუხლთან კავშირში. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო არ დაუშვებს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს უუნარო პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში და აი, ასე, მძევალი იყოს მთავრობის ნებართვის, რამეთუ მთავრობის ნებართვის გარეშე საქართველოს პრეზიდენტი საერთოდ ვერ ახდენს საგარეო ურთიერთობებში აქტივობას. წარმოუდგენელია, სახელმწიფოს მეთაური ელოდება მთავრობის გადაწყვეტილებას. ჩვენ დღეს ისიც გავიგეთ და დავინახეთ, რომ გერმანიის პრეზიდენტი მაგალითი ხომ მოჰყავს, თურმე ქვეყნის შიგნითაც ვერ მიიღებს ვერავის მთავრობის თანხმობის გარეშე". - განაცხადა კოპალეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები