შედგება თუ არა დიდი გარიგება პრეზიდენტის გადასაყენებლად - ოპოზიციას რთული პოლიტიკური ტესტის ჩაბარება მოუწევს

05.10.23 20:18
შედგება თუ არა დიდი გარიგება პრეზიდენტის გადასაყენებლად - ოპოზიციას რთული პოლიტიკური ტესტის ჩაბარება მოუწევს

 

შედგება თუ არა დიდი გარიგება პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოს კულუარებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართულ ოცნებას პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭირო ხმები უკვე ჯიბეში აქვს. ოპოზიციაში დაბნეულობაა. ყველა სათითაოდ ამტკიცებს, რომ იმპიჩმენტს ხმას არ მისცემს, თუმცა ამავე დროს ხელს სხვისკენ იშვერენ. გახარიას გუნდს და "გირჩს" "ნაციონალურ მოძრაობაზე" აქვს ეჭვი. თუმცა ყველაზე დიდ ოპოზიციურ ფრაქციას ყველაზე მყარი არგუმენტი აქვს. საერთოდ არ შევლენ დარბაზში და ამით ყველა კითხვა მოიხსნება. 

მაშინ ვინ არის მზად, მწვანე ღილაკს დააჭიროს ხელი. თუ "ოცნება" ფულს გადაიხდის, თანხის ამღები ბევრი   გაჩნდება- თქვა დღეს გირჩის წევრმა, რომელმაც პრაქტიკულად დეპუტატების მოსყიდვა არ გამორიცხა. ყველაზე მეტი კითხვა ბუნებრივია იმ პარლამენტარების  მიმართ  არის, ვინც ერთხელ უკვე წავიდა ოპოზიციის ნების წინააღმდეგ. დღეს  ირწმუნებიან, რომ იგივეს აღარ იზამენ და ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმას არ დაუჭერენ. მაგრამ ინტრიგა მაინც რჩება. დარწმუნებით ვერ ამბობენ, შევლენ თუ არა დარბაზში კენჭისყრის დროს. ფაქტია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის ისტორიაში ოპოზიციას ყველაზე რთული პოლიტიკური  ტესტის ჩაბარება მოუწევს.

არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღოს და ამ ისტორიული კენჭისყრის მომენტში, მედიის წარმომადგენლები კენჭისყრის პროცესს არ დაესწრონ.

დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები