"ყველანაირ ზღვარს გადასულია" - მორიგი დაპირისპირება ჩუგოშვილსა და კობახიძეს შორის

05.10.23 19:51
"ყველანაირ ზღვარს გადასულია" - მორიგი დაპირისპირება ჩუგოშვილსა და კობახიძეს შორის

"არის რაღაცები, რისი კადრებაც არ შეიძლება, ეს არის ყველანაირ ზღვარს გადასული, არ მინდა ამაზე საუბარი", - საკონსტიტუციო სასამართლოში დაპირისპირება გრძელდება. ერთმანეთს კვლავ თამარ ჩუგოშვილი და ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდნენ.

ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის წარმომადგენელს კვლავ შეახსენა, რომ კონსტიტუციის შემუშავების პროცესს ის არ ესწრებოდა, რაზეც ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ "ეს ყველანაირ ზღვარს სცდება". დაპირისპირების განმუხტვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილს შეახსენა, რომ "ბოლოსდაბოლოს მეგობრები იყავით, მოადგილე იყავით".

პარლამენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ მართალია კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, მაგრამ პრეზიდენტი არ წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. ამას არ აქვს ანალოგი, ამ ფორმით განმარტებას, რომ მთელი მთავრობის განკარგულებაა საჭირო, რომ მთელი მთავრობის განკარგულებაა საჭირო, რომ გამარჯობა უთხრა ვიღაცას და დაელაპარაკო - ამას ანალოგი არ აქვს, მოიფიქრა საპარლამენტო უმრავლესობამ, ეს კონსტიტუციაში არ წერია, ამას თქვენ ამბობთ. თუ პოლიტიკურად დასჭირდებათ, რომ სხვანაირად წაიკითხონ კონსტიტუცია, ადგებიან და პირიქით წაიკითხავენ და ამაში ხელს არაფერი შეუშლით, როგორც ეს არაერთხელ უთქვამთ," - თქვა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" თუ დასჭირდება კონსტიტუციის ამ ნორმებს, რომელსაც ახლა პრეზიდენტს ედავება, სულ სხვანაირად წაიკითხავს.

ძალიან სამწუხაროა, გულწრფელად ვწუხვარ, რომ ვარ აქ და რომ მიწევს აქ რომ ვიყო და საერთოდ რომ მიმდინარეობს ეს პროცესი.
თვითონ ფაქტი, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი - უყვარს ხოლმე ჩვენს მმართველ უმრავლესობას მსგავსი ტერმინების გამოყენება. რას ვაკეთებთ აქ და სად ვართ? ჩვენ ვაფასებთ და საქართველოს პარლამენტმა დაიწყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი იმის გამო, რომ ის შეხვდა ევროპელ ლიდერებს და სთხოვა მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში და როდესაც ჩვენ გვინდა, ვიღაცას ვკითხოთ, არის თუ არა დამაზიანებელი რა პროცესში ვართ - ირაკლი კობახიძეს კი არ უნდა ვკითხოთ, უნდა ვკითხოთ იმ ხალხს, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ვინც არის არბიტრი და ვინც არის მსაჯი და ეს საკითხი უნდა გადაწყვიტონ სწორედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა. მნიშვნელობა ვის შეფასებას აქვს - მხარის კი არა, ვინც პოლიტიკური ანგარიშსწორება დაიწყო პრეზიდენტის მიმართ, არამედ იმ ხალხს, ვინც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ისინი ამბობენ, რომ მიესალმებიან იმ შეხვედრებს, რომელიც გაიმართა საქართველოს პრეზიდენტთან და რიგ შემთხვევებში მოუწოდებენ აღმასრულებელ ხელისუფლებას და ჩვენს პრემიერს, რომ ასევე ჩავიდეს და შეასრულოს თავისი როლი,“ - ამბობს ჩუგოშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები