კარვების კანონის დამტკიცების შემდეგ პარლამენტის წინ პირველი კარავი დაიდგა
დაუმორჩილებლობა ახალი რუსული კანონის წინააღმდეგ - პარლამენტში კარვების კანონის დამტკიცების შემდეგ პარლამენტის წინ პირველი კარავი დაიდგა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და "ქართული ოცნების" მხრიდან რუსული კანონის ანალოგის დამტკიცებას აპროტესტებენ.
"ოცნებამ" კარვების კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. აქციებით შეშინებულმა "ქართული ოცნებამ" კანონი დაჩქარებული წესით დაამტკიცა. თუ ვინმე საპროტესტო აქციაზე ახალ წესებს არ დაემორჩილება, მაშინ მას 500 ლარით დააჯარიმებენ. თუ სამართალდამრღვევად, აქციის ორგანიზატორს მიიჩნევენ, მაშინ მას 5 ათას ლარიან ჯარიმას გამოუწერენ. ახალ შეზღუდვებს ოცნება სუს-ის გამოძიებით ხსნის. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმე, აიძულებთ ადამიანებს შეუზღუდონ პროტესტის გამოხატვის სივრცე და ფორმებიც.
ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი დასამტკიცებლად პრეზიდენტს გადაეგზავნება. სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, ვეტოს დაადებს კანონს, რომელსაც საზოგადოება რუსულ კანონად აფასებს, თუ ხელს მოაწერს "ოცნების" გამკაცრებულ საკანონმდებლო პროექტს. თუ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს არ დაადებს და ხელს მოაწერს შეცვლილ კანონს, მაშინ ახალი კანონი ძალაში ხელმოწერისთანავე შედის.