პრეზიდენტმა წარმოადგინა პოლიტიკური მიკერძოების მქონე პირები, უსუსტესი პოზიციები ჰქონდათ - კობახიძე

05.10.23 19:57
პრეზიდენტმა წარმოადგინა პოლიტიკური მიკერძოების მქონე პირები, უსუსტესი პოზიციები ჰქონდათ - კობახიძე

ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე წარმოადგინა პოლიტიკური მიკერძოების მქონე პირები.

"ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ თამარ ჩუგოშვილს და მაია კოპალეიშვილს უსუსტესი არგუმენტები ჰქონდათ.

კობახიძემ კიდევ ერთხელ და ხაზგასმით დაადანაშაულა საქართველოს პრეზიდენტი  საბოტაჟში

პრეზიდენტმა წარმოადგინა პოლიტიკური მიკერძოების მქონე პირები, რომლებიც პოლიტიკურ აქცენტებს აკეთებენ, არავითარი სამართლებრივი არგუმენტები, უსუსტესი პოზიციები, ნათელია ყველაფერი, პრეზიდენტის მხრიდან დაირღვა კონსტიტუცია. 

სალომე ზურაბიშვილი შეგნებულად ახორციელებს საბოტაჟს და პირველ რიგში სწორედ კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტაჟს". - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები