სამდღიანი ისტორიული პროცესი დასრულდა - სასამართლო პლენუმი გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა

05.10.23 20:02
სამდღიანი ისტორიული პროცესი დასრულდა - სასამართლო პლენუმი გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა

სამდღიანი ისტორიული პროცესი  დასრულდა. რამდენიმე წუთის წინ 9 მოსამართლე პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა.

პროცესი დასრულდა, თუმცა მოსამართლეებს მთავარი ჩასაბარებელი ტესტი წინ აქვთ. რამდენიმე დღეში უნდა თქვან, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, რითაც გაირკვევა გაუხსნიან თუ არა ივანიშვილის გუნდს სალომე ზურაბიშვილის ჩამოშორებისკენ გზას.

9-კაციანი შემადგენლობიდან მინიმუმ 6 წევრის თანხმობაა საჭირო, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინოს.

თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, პროცესები პარლამენტში ინაცვლებს, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად "ქართულ ოცნებას" 100 დეპუტატის ხმის მობილიზება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები