გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პრეზიდენტის ინტერესი პროდასავლური არ არის - კობახიძე
პრეზიდენტს, რომელიც პროდასავლურ ლიდერად არის აღიარებული, ასეთი პიროვნებისთვის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება და განხორციელება რაიმე ზიანის მომტანი ხომ არ იქნება საქართველოსთვის, იმ ისტორიულ მომენტში, რაშიც ახლა ჩვენი ქვეყანა იმყოფება? - ასეთი კითხვით მიმართა ირაკლი კობახიძეს სასამართლო პროცესზე მოსამართლე მერაბ ტურავამ, რაზეც "ოცნების" თავმჯდომარემ უპასუხა, რომ პრეზიდენტის ინტერესი და მიზანი პროდასავლური არ არის.
თუ ვინმე არის პროდასავლური ამ ქვეყანაში ეს არის პარლამენტი და მთავრობა. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი და ეჭვს მიღმა ვარაუდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს საპირისპირო ინტერესი და მიზანი, რაც უტყუარად მტკიცდება, მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში გაკეთებული განცხადებებით". - განაცხადა კობახიძემ.