პუტინის მორიგი პროვოკაცია - ოკუპანტის სახელმწიფო ოჩამჩირეში სამხედრო საზღვაო ძალების ბაზის აშენებას გეგმავს
პუტინის მორიგი დიდი პროვოკაცია. ოკუპანტის სახელმწიფო ოჩამჩირეში სამხედრო საზღვაო ძალების ბაზის აშენებას გეგმავს, რაც ფაქტობრივად რუსეთის საზღვაო ძალების თავშესაფრად იქნება გამოყენებული. რატომ არის ეს საქართველოსთვის საგანგაშო მდგომარეობა? ამ გემებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინს აქვს მცდელობა საომარი მოქმედებები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადმოიტანოს
"ქართული ოცნების" პროპაგანდა მეორე ფრონტის გახსნის შესახებ ხელისუფლებას უკან შემოუბრუნდა. რისკი ახლა უკვე ნამდვილად გაჩნდა, ოღონდ არა უკრაინის, არამედ ოკუპანტი რუსეთის მხრიდან. სამ დღიანი ფიქრის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრომ როგორც იქნა დუმილი დაარღვია და თქვა, რომ ეს პროვოკაციაა საქართველოს წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ ესპანეთში მყოფმა პრემიერმა განაცხადა, რომ ეს ოკუპაციის გაგრძელება და უკანონო გადაწყვეტილებაა. თუმცა რა ქმედით ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება, რუსეთის მიერ დაგეგმილი პროვოკაციის წინააღმდეგ ჯერ არ ვიცით.
რა ჩაიფიქრა რუსეთმა? ვრცელდება სატელიტური ფოტოები და რა დგინდება ამით - ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში