ბრძოლა რუსული მეთოდებით ქუჩაში გამოსული ხალხის წინააღმდეგ - "ოცნებამ" რეპრესიული პროექტი დააკანონა

05.10.23 20:54
ბრძოლა რუსული მეთოდებით ქუჩაში გამოსული ხალხის წინააღმდეგ - "ოცნებამ" რეპრესიული პროექტი დააკანონა

 

რუსული მეთოდებით ბრძოლა ქუჩაში გამოსული ხალხის წინააღმდეგ დაკანონებულია. "ოცნებამ" რეკორდულად მოკლე  დროში რეპრესიული პროექტი დაამტკიცა.  ქვეყანაში  აკრძალულია კარვების გაშლა და ნებისმიერი კონსტრუქციის გამოყენება. ამ გადაწყვეტილებით კი  ყველას, ვინც შეეცდება,რომ ხელისუფლების შეცდომები აქციით გააპროტესტოს უთხრეს, თუ გარეთ გამოხვალთ მკაცრად დაისჯებით.

არა რუსულ კანონს! სავარაუდოდ ბოლოჯერ, სამოქალაქო აქტივისტებმა უკვე აკრძალული ნივთებით პარლამენტთან აქცია რეპრესიული კანონის წინააღმდეგ გამართეს და იქ სიმბოლურად თავზე კარვებჩამოცმულები მივიდნენ. აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში  კარვების წინააღმდეგ მებრძოლმა ოცნებამ პარლამენტთან კარვების ქალაქი მიიღო. ქუჩაში გამოსულ სამოქალაქო აქტივისტებს დღეს პოლიცია აკავებდა. მიზეზი  იყო  ბანერები და კედლებზე გაკეთებული წარწერები.

კარვებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან უკვე რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა - დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები