პრეზიდენტი საბრძოლო განწყობაზეა, იმპიჩმენტი ვიწრო პარტიულად პოლიტიკური ინტერესების გატარებაა - ჩუგოშვილი

05.10.23 21:22
პრეზიდენტი საბრძოლო განწყობაზეა, იმპიჩმენტი ვიწრო პარტიულად პოლიტიკური ინტერესების გატარებაა - ჩუგოშვილი

„ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე პოლიტიკური კი არა, ვიწრო პარტიულად პოლიტიკური ინტერესების გატარებაა,“ - ასე აფასებს იმპიჩმენტის პროცესს პრეზიდენტის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში თამარ ჩუგოშვილმა „რეაქციაში“ გააკეთა.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, მოსამართლეების დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, ოპტიმისტურად არ არის განწყობილი საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ჩუგოშვილის თქმით, პრეზიდენტს საბრძოლო განწყობა აქვს. 

რა გეგმები აქვს სალომე ზურაბიშვილს სამომავლოდ, იქნება თუ არა ის ოპოზიციურ ფლანგზე, ამაზე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

პრეზიდენტი მზად არის ყველანაირი შედეგისთვის და საბრძოლო განწყობაზე იმყოფება, ასეთი განცდა მაქვს. აცნობიერებს თავის როლს, აცნობიერებს იმას, თუ რას ემსახურებოდა მისი ქმედებები და რა განაპირობებს მის ნაბიჯებს. წარსულშიც ის აკეთებდა ამას, მან იცოდა, რაც მოჰყვებოდა პარტიული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მის გადაწყვეტილებებს, მაგრამ ის თვლის, რომ ასეთ კრიტიკულ პერიოდში, მას აქვს ვალდებულება იმ ხალხის წინაშე, ვინც მას ხმა მისცა და ქვეყნის წინაშე და ეს როლი არის ზუსტად კონსტიტუციიდან გამომდინარე,“ - ამბობს ჩუგოშვილი.

როგორც თამარ ჩუგოშვილი ამბობს, საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის საწინააღმდეგო მტკიცებულება ვერ მიიტანა.

თვითონ ფაქტი, რომ ეს სხდომა შედგა, იმპიჩმენტის პროცესი რომ დაიწყო, სასამართლომ საქმე რომ განსახილველად მიიღო, რომ სამი დღის განმავლობაში ამ პროცესში ვიყავით - ესენი ნეგატირუი მოვლენებია და სამწუხაროა, რომ ეს რეალობა გვაქვს.
უამრავი მცდელობა იყო, რომ ჩახლართულიყო სამართლებრივ დეფინიციებში, რასთან გვაქვს საქმე - სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა, საქართველოს მმართველი უმრავლესობა ასამართლებს“ საქართველოს პრეზიდენტის იმისთვის, რომ ის შეხვდა ევროპის წამყვანი ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს და მათ სთხოვათ საქართველოს კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაში დახმარება. თავისთავად ეს ფაქტი და მოვლენა, როცა ქვეყანა ასეთ კრიტიკულ მომენტშია, ყველაფერზე მეტყველებს, სამწუხარო მოვლენაა.
შთაბეჭდილებებს რაც შეეხება, დავყოფ ორ ნაწილად - სამართლებრივი ნაწილს რაც შეეხება, პარლამენტის წარმომადგენელთა განმარტებები ისეთ აბსურდში შედის, რომ პრეზიდენტის აბსოლუტურად დისფუნქციურ პირად და ინსტიტუტად ტოვებს და იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამ არგუმენტაციას მაინც არ გაითვალისწინებს. მეორე, მტკიცებულებები საქმეში საერთოდ არ ყოფილა, არ ყოფილა წარმოდგენილი.
ვერ გეტყვით, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. 
ჩემი აზრით, სწორი ქნა, სასამართლოზე რომ არ წარდგა პირადად და მგონი, განხილვების დასრულების შემდეგ ჩანს, რომ მისი პირადი მონაწილეობა არ იქნებოდა მართებული.
სრულიად გასაგებია, რომ ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე პოლიტიკური კი არა, ვიწრო პარტიულად პოლიტიკური ინტერესების გატარებაა და რას ემსახურება, მაყურებელმა განსაჯოს,“ - ამბობს ჩუგოშვილი.

 

მსგავსი სიახლეები