არ გამოვრიცხავ, რომ ვაჭრობა გაიმართოს და აღმოჩნდეს ხალხი, რომლებსაც სული წასძლევს - ჩუგოშვილი იმპიჩმენტზე

05.10.23 21:33
არ გამოვრიცხავ, რომ ვაჭრობა გაიმართოს და აღმოჩნდეს ხალხი, რომლებსაც სული წასძლევს - ჩუგოშვილი იმპიჩმენტზე

"რა გარიგებებში შევლენ, როგორი იქნება სააკაშვილის როლი, რთულია საუბარი, თუმცა არ გამოვრიცხავ იმას, რომ სხვადასხვა თემით ვაჭრობა გაიმართოს და აღმოჩნდეს ხალხი, რომლებსაც სული წასძლევს, არ გამოვრიცხავ," - ეს განცხადება პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა "რეაქციაში" გააკეთა.

ჩუგოშვილი ვარაუდობს, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის თემით შესაძლოა "ოცნებამ" არ ივაჭროს, თუმცა იქნება საკითხები, რასაც შესთავაზებენ ხმების სანაცვლოდ ოპოზიციას.

იმედი მაქვს, რომ საკმარისი რაოდენობა იქნება ისეთი ხალხისა, რომელიც თავის თავს არ ჩაწერს ისტორიაში, როგორც ასეთი დამაზიანებელი და ცუდი გადაწყვეტილების ხელმომწერს. ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის ძალიან მძიმე პოლიტიკური ტვირთის აღება.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვაჭრობაში არ შევლენ, ეს იქნება ძალიან მძიმე კვალი მათ ცხოვრებაში, მათ პოლიტიკურ კარიერაში და გაჰყვებათ ბოლომდე,“ - ამბობს ჩუგოშვილი.

მსგავსი სიახლეები