ავარია ხობის მუნიციპალიტეტში - დაშავებულია 4 ადამიანი

05.10.23 22:51
ავარია ხობის მუნიციპალიტეტში - დაშავებულია 4 ადამიანი

ავარია ხობის მუნიციპალიტეტში - ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. სოფელ შუა ქვალონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი სიახლეები