ევროპა საქართველოსგან რეფორმებს ელოდება - მიშელის მესიჯი ქართველ ხალხს
ევროპა საქართველოსგან რეფორმებს ელოდება. მთავარი მესიჯის ადრესატი კი ქართველი ხალხია. შარლ მიშელი აანონსებს რომ დეკემბერი ალიანსისთვის მნიშვნელოვანი თვე იქნება. ევროკავშირი გაფართოებისთვის ემზადება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს არ დაუმალავს, რომ ამ სიაში მოიაზრება საქართველოც, თუმცა მთავარი დათქმა უცვლელია -რეფორმები და კიდევ ერთხელ რეფორმები.
ესპანეთში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მიშელს თავის სიტყვაში არც ერთხელ უხსენებია საქართველოს ხელისუფლება, თუმცა მკაფიოდ ამბობს, რომ მთავარი მისიის შესრულება ქართველ ხალხზეა დამოკიდებული.
ერთი სიტყვა საქართველოზე. იცით, რომ ნოემბერში ევროკომისია გაფართოებაზე ანგარიშს გამოაქვეყნებს და დღეს შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დეკემბერში გაფართოების საკითხს ევროპული საბჭოს დღის წესრიგში დავაყენებთ და [წევრი სახელმწიფოების] ლიდერების დონეზე გაფართოებაზე ყველა საკითხს განვიხილავთ, მათ შორის საქართველოსთვისაც
ქართველ ხალხს ვეტყვი - რეფორმები. განახორციელეთ რეფორმები და დარწმუნდით, რომ თქვენი რეფორმები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ეკონომიკური რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლის რეფორმები, სასამართლოს დამოუკიდებლობა - ეს არის პრიორიტეტი". - განაცხადა მიშელმა.