"ჩვენ მხარს ვუჭერთ სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას" - ჰერჩინსკი ახალ რუსულ კანონზე
"ჩვენ მხარს ვუჭერთ სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას", - ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი "ქართული ოცნების" მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ ახალ რუსულ კანონს.
ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირი გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, ვისკენაც არ უნდა იყოს ის მიმართული, მაგრამ ამავე დროს ჩვენ მხარს ვუჭერთ სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას, - ამბობს ჰერჩინსკი.
"ოცნებამ" კარვების კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. აქციებით შეშინებულმა "ქართული ოცნებამ" კანონი დაჩქარებული წესით დაამტკიცა. თუ ვინმე საპროტესტო აქციაზე ახალ წესებს არ დაემორჩილება, მაშინ მას 500 ლარით დააჯარიმებენ. თუ სამართალდამრღვევად, აქციის ორგანიზატორს მიიჩნევენ, მაშინ მას 5 ათას ლარიან ჯარიმას გამოუწერენ. ახალ შეზღუდვებს ოცნება სუს-ის გამოძიებით ხსნის. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმე, აიძულებთ ადამიანებს შეუზღუდონ პროტესტის გამოხატვის სივრცე და ფორმებიც.