პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი უდროოა, დეპოლარიზაციას ნამდვილად ვერ უწყობს ხელს - ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს პროცესი "უდროოა."
ჰერჩინსკი ამბობს, რომ ეს პროცესი დეპოლარიზაციას ნამდვილად ვერ უწყობს ხელს.
მისივე თქმით, ეს ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს.
"საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ მე ახლა ბევრს ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე მიმდინარე პროცესის შედეგებს ველოდებით, რადგან სწორედ იქ უნდა გადაწყდეს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. თუმცა, თუ მეკითხებით, ეხმარება თუ არა ეს იმპიჩმენტის პროცესი დეპოლარიზაციას, გეტყვით, რომ არა, არ ეხმარება და, სამწუხაროდ, ეს ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს.
გარდა ამისა, ეს ხდება ზუსტად იმ დროს, როდესაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ მოხსენება უნდა გამოქვეყნდეს. ასე რომ, დეპოლარიზაციას ეს ყველაფერი ნამდვილად ვერ უწყობს ხელს, პირიქით, ეს გაამწვავებს პოლარიზაციას. რაც ნიშნავს, რომ ეს იმპიჩმენტის პროცესი არის უდროო და ეს ევროკავშირია უმაღლესმა წარმომადგენელმაც აღნიშნა რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ვიზიტისას," - განაცხადა ჰერჩინსკიმ.