"ძალიან შემაშფოთებელია" - ჰერჩინსკი ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე

06.10.23 11:22
"ძალიან შემაშფოთებელია" - ჰერჩინსკი ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე

ევროკავშირი აკვირდება რუსეთის ნაბიჯებსაც - ოჩამჩირეში ახალი სამხედრო ბაზის გახსნას პაველ ჰერჩნსკი შემაშფოთებელს უწოდებს. 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში ამბობს, რომ ეს რუსეთის მხრიდან ექვსპუნქტიანი შეთანხმების დარღვევაა.

ევროკავშირი უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც შეეხება რუსეთის სამხედრო ბაზას ოკუპირებულ რეგიონში არის უკიდურესად შემაშფოთებელი, ეს არის რუსეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დარღვევა იმ ექვსპუნქტიანი შეთანხმების, რომელიც 2008 წელს იქნა მიღწეული ევროკავშირის შუამავლობით". - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

 

მსგავსი სიახლეები