წარმოუდგენელი სიბეცე - ხიდაშელი პრემიერის განცხადებებზე

06.10.23 11:34
წარმოუდგენელი სიბეცე - ხიდაშელი პრემიერის განცხადებებზე

პრემიერის მუქარა პრეზიდენტს - ქვეყანაში პოლიტიკური დისკუსიის საგანი ღარიბაშვილის განცხადებები ხდება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პრემიერის განცხადებებს სიბეცეს უწოდებს და ამბობს, რომ ის ევროპელი პარტნიორებისთვის უბრალოდ სასაცილო იქნებოდა.

წარმოუდგენელი სიბეცეა, როდესაც პრემიერი გქვია და ასეთ რამეს ამბობ. მეორეს მხრივ, ამას რომ აკადრებ ევროპელ ლიდერებს, იმიტომ, რომ როდესაც ისინი ამას მოისმენდნენ, ერთადერთი ემოცია რაც შეიძლებოდა ამას გამოეწვია, იყო დაცინვა და ღიმილი. არ არსებობს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის ფორმალიზება. ის არის სამართლებრივად უმძიმესი პროცესი და სახელმწიფოები იმპიჩმენტის პროცესს გადის მაშინ, როდესაც სხვა გამოსავალი არ აქვთ და სახელმწიფო არის დიდ კრიზისში". - აცხადებს ხიდაშელი.

დესტრუქციულ, რადიკალურ პრეზიდენტთან შერაცხული  ზურაბიშვილი ულტიმატუმს დუმილით ხვდება. თუ მთავრობის მხარდამჭერი იქნები, პრეზიდენტობა შეგინარჩუნდება - შეუთვალა ღარიბაშვილმა სალომე ზურაბიშვილს.  ღარიბაშვილმა ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცესი იურიდიული ფორმალობაა. 

მსგავსი სიახლეები