მცირეწლოვან შვილს რომ დატუქსავ ან დასჯი, ისე ლაპარაკობენ პრეზიდენტზე - უსუფაშვილი

06.10.23 11:48
მცირეწლოვან შვილს რომ დატუქსავ ან დასჯი, ისე ლაპარაკობენ პრეზიდენტზე - უსუფაშვილი

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი პრემიერის გრანადაში გაკეთებულ განცხადებებს თავისმომჭრელს უწოდებს და ამბობს, რომ დასავლეთში მხოლოდ ღარიბაშვილს და "ოცნების" ლიდერებს რომ იცნობდნენ, საქართველოსკენ არც გამოიხედავდნენ.

უსუფაშვილის თქმით, პრემიერი და "ოცნების" წევრები, მცირეწლოვან შვილს რომ დატუქსავ ან დასჯი, ისე ლაპარაკობენ პრეზიდენტზე.

ეს ხალხი ისე საუბრობს ასეთ თემებზე, საკუთარ მცირეწლოვან შვილს რომ დატუქსავ ან დასჯიდა ან დაემუქრებოდა. ასე ლაპარაკობენ პრეზიდენტზე, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე, ასეთი ბავშვური დამოკიდებულებებით, ინფანტილიზმით, საქართველოს თავი ეჭრება. საბედნიეროდ ევროპელი პარტნიორები იცნობენ სხვებსაც საქართველოში, თორემ მხოლოდ ჩვენი პრემიერის და უმრავლესობის ლიდერებით რომ იცნობდნენ, აქეთ არ გამოიხედებოდნენ, იმიტომ, რომ იტყოდნენ, იქნებ წიგნები წაიკითხოთ, იქნებ ანა-ბანაში გაერკვეთ საერთაშორისო პოლიტიკის, იქნებ კონსტიტუცია რა არის ესეც გაიგოთ". - განაცხადა უსუფაშვილმა.

დესტრუქციულ, რადიკალურ პრეზიდენტთან შერაცხული  ზურაბიშვილი ულტიმატუმს დუმილით ხვდება. თუ მთავრობის მხარდამჭერი იქნები, პრეზიდენტობა შეგინარჩუნდება - შეუთვალა ღარიბაშვილმა სალომე ზურაბიშვილს.  ღარიბაშვილმა ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცესი იურიდიული ფორმალობაა. 

მსგავსი სიახლეები