ფინალში მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ, დაკარგავენ ხელისუფლებას - დათუნაშვილი კარვების კანონზე

06.10.23 12:06
ფინალში მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ, დაკარგავენ ხელისუფლებას - დათუნაშვილი კარვების კანონზე

"ოცნებამ" კარვების კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა - "ლელოს" წევრი თაზო დათუნაშვილი ამბობს, ასეთი კანონებით, საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალურ უფლებებს ზღუდავს მმართველი გუნდი.

დათუნაშვილის თქმით, მსგავსი რუსული მეთოდებით ბრძოლით, "ოცნება" ფინალში მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს, დაკარგავს ხელისუფლებას.

რეალურად, ასეთი კანონებით, ისინი ზღუდავენ საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალურ უფლებებს. ეს ემსახურება ერთის მხრივ, დემოკრატიის ხარისხის დაწევას და მეორე ჯდება იმ კონსპირაციულ სცენარში, რომ საქართველოში რაღაცა კარვების რევოლუცია უნდა დაიწყოს. ფინალში მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. დაკარგავენ ხელისუფლებას". - ამბობს თაზო დათუნაშვილი 

"ოცნებამ" კარვების კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. აქციებით შეშინებულმა "ქართული ოცნებამ" კანონი დაჩქარებული წესით დაამტკიცა. თუ ვინმე საპროტესტო აქციაზე ახალ წესებს არ დაემორჩილება, მაშინ მას 500 ლარით დააჯარიმებენ.  თუ სამართალდამრღვევად, აქციის ორგანიზატორს მიიჩნევენ, მაშინ მას 5 ათას ლარიან ჯარიმას გამოუწერენ. ახალ შეზღუდვებს ოცნება სუს-ის გამოძიებით ხსნის. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმე, აიძულებთ ადამიანებს  შეუზღუდონ პროტესტის გამოხატვის სივრცე და ფორმებიც. 

მსგავსი სიახლეები