რა შედეგს მოუტანს კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყანას ურთიერთობების გაღრმავება ჩინეთთან - რას ამბობენ ექსპერტები

06.10.23 12:04
რა შედეგს მოუტანს კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყანას ურთიერთობების გაღრმავება ჩინეთთან - რას ამბობენ ექსპერტები

ჩინეთთან დაახლოება ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება - ამ დასკვნამდე ექსპერტები ღარიბაშვილის განცხადებების შემდეგ მივიდნენ. დილიდან თბილისში "სამოქალაქო იდეის“ ორგანიზებით ჩინეთის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია იმართება.

რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყნისთვის ურთიერთობების გაღრმავება და კონტრაქტების გაფორმება ჩინეთთან - სპეციალისტების შეფასებით, საგარეო კურსის ფაქტობრივი შეცვლაა და აქცენტის ჩინეთზე აღება ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს.

ვილაპარაკებთ გამოწვევებზე, საფრთხეებზე, ამერიკა-ჩინეთის, ნატო-ჩინეთის, ევროკავშირ-ჩინეთის კრიზისებზე. პრემიერის მიერ გაფორმებული სტრატეგიული შეთანხმების შემდეგ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართულმა საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე, რომ მორიგ ჯერზე არ აღმოვჩნდეთ იმ მახეში, რომელშიც რუსეთთან ურთიერთობაში ძალიან დიდი ხანია, ვიმყოფებით," - ამბობს თინა ხიდაშელი.

ჩინეთთან რომ სტრატეგიული პარტნიორობა კრიტიკულად დამაზიანებელია საქართველოს ინტერესებისთვის, ამაზე საუბრობს "ლელოს" დეპუტატი დავით უსუფაშვილი.

ჩინეთთან პოლიტიკური და სტრატეგიული ურთიერთობები არის უკიდურესად სახიფათო საქართველოსთვის, ამ მთავრობას ძალიან დიდი ხანია აერია გზა-კვალი, იქ, სადაც მოყვრები და მეგობრები გვყავს აშშ-ში, ყველაფერს აკეთებენ რომ იქ ბარიერები ააშენონ და მათთან გააფუჭონ ურთიერთობა და ამასობაში სტრატეგიულ მეგობრობაზე ხელს უწერენ იმ სახელმწიფოებს, რომელთა სტრატეგია არის სრულიად საწინააღმდეგო. როდესაც არის არჩევანი ჩინურ, შვეიცარიულ თუ ბრიტანულ კომპანიებთან თანამშრომლობის, მგონია, რომ ქვეყნისთვის უკეთესია, უფრო მაღალი სტანდარტების მქონე სახელმწიფოებთან ურთიერთობა," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები