"ჯონ ტრავოლტას გიფივით აქეთ-იქით იყურება, ბავშვს ვაგზავნით ესპანეთში" - კრევო ღარიბაშვილზე
ჯონ ტრავოლტას გიფივით აქეთ-იქით იყურება, ბავშვს ვაგზავნით ესპანეთში - ასე ეხმაურება ენმ-ს წევრი ალექსანდრე კრევო საქართველოს პრემიერის ესპანეთში გაკეთებულ განცხადებებს
მისი თქმით, სასირცხვილოა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა საქმის კეთება არ იცის და ასეთ ადამიანს უშვებენ 45 ლიდერთან შესახვედრად.
ირაკლი ღარიბაშვილი ჩადის ესპანეთში, ლაპარაკობს, ჯონ ტრავოლტას გიფივით აქეთ-იქით იყურება, კაცი-შვილმა არ იცის იქ რატომ იმყოფება, მიდის თავს იმართლებს და ლანძღავს საქართველოს პრეზიდენტს. პირდაპირ სირცხვილია, რომ საქმის კეთებაც არ იცის. ბავშვს ვაგზავნით გრანადაში ამხელა 45 ლიდერთან". - აცხადებს ალექსანდრე კრევო.
დესტრუქციულ, რადიკალურ პრეზიდენტთან შერაცხული ზურაბიშვილი ულტიმატუმს დუმილით ხვდება. თუ მთავრობის მხარდამჭერი იქნები, პრეზიდენტობა შეგინარჩუნდება - შეუთვალა ღარიბაშვილმა სალომე ზურაბიშვილს. ღარიბაშვილმა ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცესი იურიდიული ფორმალობაა.