რას მოიტანს საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან - დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებენ
საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა - საპარლამენტო ჯგუფი პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის იბარებს.
დეპუტატების კითხვები უკავშირდება საქართველოს ახალ სტრატეგიულ მოკავშირე ჩინეთს. მთავარი კითხვა, რაზეც საგარეო საქმეთა მინისტრისგან პასუხის მოსმენა სურთ უკავშირდება იმას, თუ რას მოუტანს საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობა. ეს კითხვა იმ ფონზე გაჩნდა, როდესაც ახალი სტრატეგიული პარტნიორის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ NATO არ უნდა გაფართოვდეს.
ჩვენ გვაქვს უამრავი კითხვა საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, რაზეც პასუხები არ არის. ჩემს ჯგუფს ჩემი ინიციატივით დაბარებული ჰყავს საგარეო საქმეთა მინისტრი იმისთვის, რომ გაგვცეს კითხვებზე პასუხი, რას მოიტანს საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან იმ ფონზე, როდესაც ჩინეთი უპირისპირდება NATO-ს გაფართოებას, რაც NATO-ში საქართველოში გაწევრიანება გაცხადებულ პოლიტიკად აქვს. გავლენების ზრდა და განსაკუთრებით ეკონომიკის კუთხით, ანაკლიის პორტზეა საუბარი, ჰესებზეა საუბარი და კორუფციული გარიგებების რისკი, როცა დემოკრატიულ იწყობა ქვეყანაში არ გვაქვს, ეს არის სწორედ საფრთხეები," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.