ვნახეთ მცდელობა, განმეორებულიყო მარტის რადიკალური დღის წესრიგი, ზუსტად იგივე „დაბრენდვით“, მაგრამ არ შედგა - პაპუაშვილი

06.10.23 12:18
ვნახეთ მცდელობა, განმეორებულიყო მარტის რადიკალური დღის წესრიგი, ზუსტად იგივე „დაბრენდვით“, მაგრამ არ შედგა - პაპუაშვილი

"ჩვენ ვნახეთ მცდელობა, რომ გამეორებულიყო მარტის რადიკალური დღის წესრიგი. ზუსტად იგივე აქტორები, „ენჯეოები“ და ოპოზიცია, ზუსტად იგივე „დაბრენდვით“, რომ „ეს არის „რუსული კანონი“, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს რადიკალიზმი გუშინ არ შედგა", - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კარვების კანონის დამტკიცების შესახებ საუბრისას გააკეთა. 

პაპუაშვილი გამოეხმაურა გამკაცრებული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტთან გამართულ აქციას და განაცხადა, რომ რადიკალიზმის პოტენციალი, რომელიც ოპოზიციას აქვს, ძალიან დაბალია. პაპუაშვილი მარტის აქციებში კვლავ უცხოეთის გავლენას ხედავს. 

მინდა მადლობა გადავუხადო უცხოელ აქტორებს, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა წარმომადგენელს. განსხვავება სწორედ ის იყო მიმდინარე განხილვებისა და მარტის მდგომარეობას შორის, რომ ჩვენ მაშინ გვახსოვს უცხოელი აქტორების ძალიან აქტიური მონაწილეობა, მათ შორის, იმ კანონის „რუსულ კანონად“ „დაბრენდვაში“, რამაც მაშინ ჩვენ მოგვცა რადიკალიზმი, ხოლო ამ ჯერზე ჩვენ ვნახეთ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ქართული განხილვის საკითხი და მინდა მადლობა გადავუხადო კონსტრუქციული როლისთვის, რომ არ იყვნენ ჩარეული უცხოელი აქტორები. ვნახეთ, რომ ეს რადიკალიზმის პოტენციალი, რომელიც ოპოზიციას აქვს, არის ძალიან დაბალი. გუშინ ჩვენ ვინც ვნახეთ, ვნახეთ კვლავ ის ექსტრემისტული ჯგუფები, „ნაციონალური მოძრაობის“ ყალბი „ენჯეოები“, მათ შორის, რაღაც მოძრაობები, რომელიც ვნახეთ, რაც არის - 20-30 ადამიანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები