ვიქტორ ორბანი: მიზეზი, რატომაც საქართველომ ვერ მიიღო სტატუსი, არის ლიდერების ეგოიზმი

06.10.23 12:29
ვიქტორ ორბანი: მიზეზი, რატომაც საქართველომ ვერ მიიღო სტატუსი, არის ლიდერების ეგოიზმი

"მიზეზი, რატომაც საქართველომ ვერ მიიღო სტატუსი, არის ლიდერების ეგოიზმი, არ სურთ, მოგცენ ფინანსური რესურსები, რასაც შეიძლება, ეწოდოს გაფართოების დაღლილობა, რაც სრულიად უსამართლოა თქვენს ქვეყანასთან მიმართებით", - ეს განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. 

ორბანი პრემიერ ღარიბაშვილის მთავარ გზავნილს და პრეტენზიებს დასავლელი პარტნიორების მისამართით იზიარებს და თვლის, რომ საქართველოს უსამართლოდ მოექცნენ. ორბანის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერია.

მე თქვენი წევრობის ყველაზე თავდადებული მხარდამჭერი ვარ. სრულიად უსამართლოა, როდესაც არ დაგპირდნენ, რომ არ გახდებით წევრები როგორც კი შეძლებთ, რადგან თქვენ დიდებული სამუშაო შეასრულეთ და ჩვენ თქვენ ძალიან გვჭირდებით. მიზეზი, რატომაც ვერ მიიღეთ სტატუსი, არის ლიდერების ეგოიზმი. მათ არ სურთ, შეგიშვან და მოგცენ ფინანსური რესურსები, რაც თქვენ გჭირდებათ. ამას შეიძლება, ეწოდოს გაფართოების დაღლილობა, რაც სრულიად უსამართლოა თქვენს ქვეყანასთან მიმართებით. ჩვენ უნდა გაგიზიაროთ ის, რაც გვაქვს, რადგან ჩვენ თქვენ გვჭირდებით ნებისმიერ შემთხვევაში. თქვენ გაქვთ სტრატეგიული პოზიცია. მე თქვენი სტატუსის დიდი მხარდამჭერი ვარ. შემდეგ კვირაში თქვენს ქვეყანაში ვიქნები. ჩვენ გვაქვს ერთობლივი სამთავრობო შეხვედრა თბილისში. უნგრეთის მთავრობა იქნება თბილისში“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მომავალ კვირაში საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტი იგეგმება.  

მსგავსი სიახლეები