უბიძგეთ პროცესს, რომ წინ წავიდეს, იყავით მკაფიო რეფორმების გატარებასა და იმ პოლიტიკაში, რომელზეც შევთანხმდით - ევროკომისიის პრეზიდენტი
"ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის რომ გამოიყენოთ შესაძლებლობა ახლა, უბიძგეთ პროცესს, რომ წინ წავიდეს და იყავით მკაფიო რეფორმების გატარების პროცესში," - ეს გზავნილი აქვს საქართველოსთვის ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს.
ევროკომისიის პრეზიდენტი გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე საქართველოს კვლავ რეფორმების გატარებას ურჩევს, ხაზგასმით ამბობს, რომ ბევრი რამ არის შესასრულებელი. ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებიდან ირკვევა, რომ დასავლეთი საქართველოს საგარეო პოლიტიკის პოზიციონირებით უკმაყოფილოა - ფონ დერ ლაიენი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო მკაფიო უნდა იყოს იმ პოლიტიკაში, რაზეც ევროკავშირთან შეთანხმდა.
ჩვენ შევაფასეთ საქართველოში პირობების შესრულების პროცესი. ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ბევრი რამ ასევე არის გასაკეთებელი. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის რომ გამოიყენოთ შესაძლებლობა ახლა, უბიძგეთ პროცესს რომ წინ წავიდეს და იყავით მკაფიო რეფორმების გატარების პროცესში, ასევე იმ პოლიტიკაში, რომელზეც ერთად შევთანხმდით," - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.