ფუჭი ვეტო იქნება, პარლამენტი დაძლევს - პაპუაშვილი "კარვების კანონზე"

06.10.23 13:09
ფუჭი ვეტო იქნება, პარლამენტი დაძლევს - პაპუაშვილი "კარვების კანონზე"

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე თუ ვეტო იქნება, პარლამენტი დაძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მმართველ პარტიას მიაჩნია, რომ ეს არის სწორი კანონი და რომ ის პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც საქართველოს აქვს. 

რა თქმა უნდა, ფუჭი ვეტო იქნება. პარლამენტი დაძლევს ამას. იმიტომ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი კანონი და, მათ შორის, პასუხობს იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც საქართველოს აქვს. და თავადვე ადასტურებენ, საბოლოო ჯამში, ვინც ყვირის, ზუსტად ისინი არიან, ვინც არიან რადიკალური ჯგუფის ნაწილი ან წამხალისებლები. ამიტომ, ეს პროცესი, მათ შორის ლუსტრაციაც იყო ძალიან კარგი. მარტშიც ვიხილეთ, არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი აქტორებისგან, "კაგებეს" სახელმძღვანელოდან ამოწერილი ტაქტიკები, რომ მოახდინონ ბრენდირება რაღაც თემის. სამწუხაროდ, მარტში ქართული საზოგადოება მაშინ მოუმზადებელი იყო ამ პროპაგანდისთვის. ახლა უკვე მომზადებულია. ხედავთ, რეაქციაც არაა. „კავებეს“ასეთი ტაქტიკაა, რაც მარტში გამოიყენეს, რომ ქართული კანონები რუსულად დაბრენდონ, აღარ გაუვათ. - ამბობს შალვა პაპუაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები