პრემიერის შემდეგ პაპუაშვილი - პრეზიდენტის მოთვინიერების სპეცოპერაცია "ოცნებამ" ახალ საფეხურზე გადაიყვანა

06.10.23 13:11
პრემიერის შემდეგ პაპუაშვილი - პრეზიდენტის მოთვინიერების სპეცოპერაცია "ოცნებამ" ახალ საფეხურზე გადაიყვანა

პრემიერის განცხადების შემდეგ, შეიცვალა "ოცნების" ლიდერების რიტორიკაც პრეზიდენტის მიმართ. 

ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეც ამბობს, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილი მორჩილი იქნება, მას ევროპაში ვიზიტებზე ნებართვას მისცემენ და სავარაუდოდ, მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურაც შეწყდება.

თუკი საკონსტიტუციო დაადგენს რომ კონსტიტუცია დაირღვა, თანამდებობის ჩამოცილებისთვის, იმპიჩმენტისთვის საჭიროა 100 ხმა. 100 ხმა უმრავლესობას არ აქვს. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამაზე გათვლით არც ვმოქმედებთ და ვიცით, რომ არც ექნება უმრავლესობა, მეორეს მხრივ, პრემიერი საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ თანხმობა მიეცეს უცხოური ვიზიტებისთვის. თუკი პრეზიდენტი დაუბრუნდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კალაპოტს, მას ექნება ამის შესაძლებლობა". - ამბობს პაპუაშვილი 

ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა. ირაკლი კობახიძე ამბობდა რომ სალომე ზურაბიშვილი უღირსი პრეზიდენტია და უნდა გადააყენონ, მაგრამ მას შემდეგ რაც პრეზიდენტს პრემიერმა გარიგება შესთავაზა ყველაფერი შეიცვალა. თუ სალომე ზურაბიშვილი "ოცნების" რიტორიკაზე გადავა და ექნება ისეთივე გზავნილები რაც მმართველ პარტიას მაშინ, პრეზიდენტობასაც შეუნარჩუნებენ. 

მსგავსი სიახლეები